არისტოკრატულ ოჯახში დაბადებულ, ნიჭიერ, გემოვნებიან და სიმპათიურ
ახალგაზრდას თითქოს ცხოვრების ყველა გზა ხსნილი უნდა ჰქონოდა. ცნობილი
თავადის, მელიტონ ბარათაშვილისა და მისი მეუღლის, ეფემია ორბელიანის ოჯახში
იმ დროის ყველაზე წარჩინებული ადამიანები იკრიბებოდნენ, თუმცა, ვერც
წარმომავლობამ, ვერც კარგმა განათლებამ და ვერც სანაცნობო წრემ, ვერ
განაპირობა ახალგაზრდა ბარათაშვილის წარმატებული და ბედნიერი ცხოვრება.
1827 წელს ნიკო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც ერთადერთი ევროპული ტიპის სკოლა იყო იმ დროის თბილისში. ბარათაშვილის სწავლის დროს ეს სასწავლებელი გიმნაზიად გადაკეთდა. ამ სკოლაში ნიკომ 8 წელი დაჰყო და 1835 წელს გიმნაზია დაამთავრა.
მისი სკოლის ამხანაგები ამ პერიოდის ბარათაშვილს ასე იგონებენ :
„ნიკოლოზ ბარათაშვილი სკოლაში კარგად სწავლობდა, უმეტესად განსახვავებული იყო თავის ამხანაგებში მხიარულის ხასიათით, სიმარდოთ,პირველი მოცეკვავე იყო, ყველასაგან საყვარელი ამხანაგი. ( კონსტანტინე მამაცაშვილი).
„ მეტად ცოცხალი,მხიარული, მოსწრებული, ამავე დროს ყოვლად უანგარო.“ ( დიმიტრი ყიფიანი).
სასწავლებელში სწავლის დროს დაიწყო ლექსების წერა, 1833 წელს 15 წლის ბარათაშვილის მიერ გადაწერილ კლებულში უკვე ვხვდებით გენიალური ლექსის „ შემოღამება მთაწმინდაზედ“ პირველ ვარიანტს. სადაც უკვე ჩანს განსაკუთრებული პოეტური ნიჭი.